მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება /2024 წლის ტენდენციები - Galt&Taggart;

Galt & Taggart-ის მონაცემებით, 2024 წლის 11 თვეში, თბილისში 2 მილიარდ 800 მლნ დოლარის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 5.5%-იან ზრდას ნიშნავს. ამის შესახებ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც გასული წლის დეკემბრის ბოლოს გამოქვეყნდა. საინვესტიციო ბანკის მონაცემებითვე, შერჩეული დეველოპერების პროექტებში 2024 წლის ნოემბერში გაყიდული ბინების რაოდენობა თვიურად 12.3%-ით გაიზარდა თბილისში, ხოლო წლიურად უცვლელი დარჩა. 11 თვეში 17 900 ბინა გაიყიდა. რაც შეეხება მეორად ბაზარს, Galt&Taggart-ის თანახმად, ჯამურად, 2024 წლის 11 თვეში თბილისში მეორად ბაზარზე სულ 18,405 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 4.9%-იანი კლებაა.

სტუმარი: ზუკა თავყელიშვილი - Galt & Taggart,ასოცირებული მკვლევარი;

#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები