მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სავიზიტო ბარათი - რესტორანი „ფუნიკულიორი“ დაბრუნდა! ®

62b1a382c3ab1
BM.GE
21.06.22 14:57
3760
თბილისში განსაკუთრებულად ნოსტალგიური და საზეიმო განწყობა დატრიალდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ 2-წლიანი პაუზის შემდეგ, ქალაქს მთავარი სიმბოლო, ღირსშესანიშნაობა და უნიკალური კულინარიული წერტილი - რესტორანი „ფუნიკულიორი“ დაუბრუნდა! ლეგენდარული სივრცე, რომელიც თითოეულ ჩვენგანში ბავშვობის მოგონებებს აღძრავს, ისტორიას თვალწინ გვიცოცხლებს და ჩვენი ქალაქის წარსულში უწყვეტად გვამოგზაურებს.

განახლებული „ფუნიკულიორი“ სტუმრებს, ტრადიციულად, საინტერესო სიახლეებს და უნიკალურ გასტრონომიულ თავგადასავალს სთავაზობს. თვალწარმტაცი ხედებითა და მონატრებული გემოებით ტკბობასთან ერთად, შეგიძლიათ რესტორნის სივრცეში ახლად გახსნილ ლაუნჯსაც ესტუმროთ, სადაც წასახემსებელ მენიუსა და მრავალფეროვან კოქტეილებს აღმოაჩენთ.



უმაღლესი დონის სამზარეულოს, სერვისისა და ხელისგულივით გადაშლილი თბილისის შთამბეჭდავი პანორამის ერთობლიობა „ფუნიკულიორს“ ქალაქის ყველაზე მიმზიდველ წერტილად აქცევს. თუმცა ამასთან ერთად, მისი მთავარი ხიბლი — ავთენტურობაა. ჯერ კიდევ 1938 წლიდან, რესტორანი „ფუნიკულიორი“ დაუვიწყარი შეხვედრების უცვლელი მასპინძელია. გახსნის დღიდანვე, ეს სივრცე, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის, ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას და აუცილებლად მოსანახულებელ ადგილს წარმოადგენდა. დეკადების განმავლობაში, სწორედ აქ იწვევდნენ ქალაქის ყველა საპატიო სტუმარს — გემრიელი ვახშმისთვის, თბილისის ხედით ტკბობისთვის და თბილისურ შეგრძნებებთან ზიარებისთვის. მათ შორის იყვნენ: ჯონ სტეინბეკი, რობერტ კაპა, ნილს ბორი, მარგარეტ ტეტჩერი, ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი, ფიდელ კასტრო, მოჰამედ რეზა ფეჰლევი, დავით ბააზოვი, გალაკტიონი და სხვები.



ახლა კი 20 ივნისიდან, რესტორანმა „ფუნიკულიორი“ ისტორიული შენობის კარი კვლავ გააღო და სტუმრებს ჩვეული გულმოდგინებით მასპინძლობს.

ასე რომ, თუ განტვირთვისა და მეგობრული შეკრებებისთვის განსაკუთრებულ სივრცეს ეძებთ, განახლებულ „ფუნიკულიორს“ აუცილებლად უნდა ეწვიოთ — აქ ქალაქის მთავარ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას ხელახლა აღმოაჩენთ, ავთენტურ გემოებს ეზიარებით და ნოსტალგიურ ატმოსფეროში, პირისპირ შეხვდებით თბილისის რომანტიკულ წარსულს.