მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება

საბავშვო ბაღი

თბილისის მერიის სოციალურ პროექტ „საზაფხულო ბაღებში“ აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს, 8 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია ელექტრონულია და წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე — www.kids.org.ge ამავე პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი იმ ბაღების სია, რომლებიც მიმდინარე სეზონზე იმუშავებენ.

მერიის ინფორმაციით, საზაფხულო ბაღების მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ დედაქალაქის საჯარო ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს. მათ შორის იმ აღსაზრდელებსაც, რომლებიც მიმდინარე წელს ასრულებენ ბაღს და სექტემბრიდან სწავლას სკოლაში აგრძელებენ.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლისთვის სერვისი თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს.

პროექტში სულ 54 საბავშვო ბაღი ჩაერთვება. პროგრამის ბიუჯეტი 4 645 000 ლარს შეადგენს და საზაფხულო ბაღებში მიმდინარე სეზონზე 3 900 თანამშრომელი დასაქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები