მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის შემოსავლელი გზის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება

573acb80b9a6a
BM.GE
17.05.16 11:40
1595
თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 14,7 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გამარჯვებასა და გარდაბანზე გადის.
 
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარის დაგება, მოსახლეობის ეზოში შესასვლელების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების, ავტოპავილიონების, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, გვერდულების, კიუვეტების, გაბიონების და საგზაო ნიშნების მოწყობა და ასევე, გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.

ამ დროისთვის, გზის გვერდულებისა და სარეაბილიტაციო მონაკვეთზე არსებული ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და 2016 წლის ზაფხულში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 12 მილიონ 121 ათასი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები