"თბილისის თამბაქო" Phillip Morris-სთვის სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გაზრდას მოითხოვს. ამის შესახებ „თბილისის თამბაქოს“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად მუკბანიანმა „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ "ფილიპ მორისმა" არათუ შეწყვიტა პროდუქციის დემპინგურ ფასად გაყიდვა, არამედ პირიქით, უფრო გაააქტიურა.
„2013 წლიდან მოყოლებული, მანამდეც იყო დემპინგი, მაგრამ ძველი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ. რაზეც მოვიპოვეთ ინფორმაცია, ამაზე დაყრდნობით გამოვითვალეთ ზარალი და მივმართეთ სასამართლოს.
ჩვენ ამ თანხას გადავხედავთ, რადგან, მას შემდეგ, რაც სარჩელი შევიტანეთ, აღნიშნულმა კომპანიამ 10-მაგი ძალისხმევით გააგრძელა სიგარეტის გაყიდვა დემპინგურ ფასად. ადრე თუ ერთ და ორ ბრენდს ყიდიდნენ, ახლა 3-4- ბრენდზე გადავიდნენ“, - აცხადებს "თბილისის თამბაქოს“ ხელმძრვანელი.
"ფილიპ მორისი" სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს - "უმკაცრესად დავიცავთ ჩვენს პოზიციას"

























