"თბილისის თამბაქო" სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც თამბაქოს საერთაშორისო მწარმოებელი Philip Morris 93 მილიონის ჯარიმას აღარ გადაიხდის, სავარაუდოდ, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
ადგილობრივი კომპანიის ხელმძღვანელი ზვიად მუკბანიანი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დეტალურად გაეცნობიან.
"დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებთ, რადგანაც ჩვენს იურიდიულ პოზიციას ვაზუსტებთ ჩვენს ადვოკატებთან ერთად",- აცხადებს ზვიად მუკბანიანი.
შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ გააბათილა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხდევითაც ადგილობრივ ბაზარზე დემპინგური ფასების გამო Philip Morris-ს 93 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომ თამბაქოს მეორე საერთაშორისო ბრენდის British American Tobacco-ს მიმართ. მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, BAT 100 მილიონ დოლარს აღარ გადაიხდის. ამ შემთხვევაში მომჩივანი "ო-ჯი-თი" იყო.

























