მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის თიზ-ში ბიზნესაქტივობა შენელებულია - გიორგი ტაბიძე

5e957abf20f74
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.20 23:00
1285
თბილისი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტაბიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კორონავირუსმა თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე უარყოფითად იმოქმედა.

მისი ინფორმაციით, შეჩერებულია საწარმოო და სამშენებლო აქტივობა და კომპანიათა უმრავლესობა პროდუქციის იმპორტს-ექსპორტით არის დაკავებული.

„ჩვენ თიზ-ში სასაწყობე ფართების მშენებლობას ვახორციელებდით და ეს პროცესი გავაჩერეთ იმ იმედით, რომ რაც შეიძლება მალე მოიხსნება არსებული შეზღუდვები და გავაგრძელებთ.

ძველ შენობაშიც მიმდინარეობდა საწარმოო ფართის მოწყობის სამუშაობის და ესეც გაჩერებულია, იქიდან გამომდინარე რომ კომპანია, რომელმაც ინვესტიცია განახორციელა, იტალიიდან შემოჰქონდა დანადგარები და საერთოდ გაჩერებულია იტალიაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

ის საწარმოები, რომლებიც მუშაობდა მთლიანად გაჩერდნენ. ამ დროისთვის 5-6 კომპანიაა გაჩერებული, რომელთაც გარდა იმისა, რომ მომწოდებელთანაც გარკვეული პრობლემები შეექმნათ, კიდევ ადგილობრივი შეზღუდვების გამო გაჩერებულები არიან.

ერთადერთი ტვირთი მუშაობს შეუფერხებლად, კომპანიები, რომლებიც რეექსპორტს ახორციელებენ, შეუფერხებლად მუშაობენ იმ ნორმების დაცვით, რომელიც არის ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ დადგენილი“, - ამბობს გიორგი ტაბიძე.

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 200-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომელთა უმრავლესობა აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საქონლის რეექსპორტით არის დაკავებული. რაც შეეხება გაჩერებულ საწარმოებს, ისინი აწარმოებდნენ ფარმაცევტულ პროდუქციას, ავტოკარებს, გაყინულ საკვებს, პარფიუმერიას და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები