მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის თიზ-ში, ყაზახური ინვესტიციით, პარფიუმერიის წარმოება იგეგმება

პარფიუმი

თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ყაზახური ინვესტიციით, არომატიზატორების და პარფიუმერიული პროდუქტების წარმოება დაიწყება. ამის შესახებ BMG-ს თბილისის თიზ-ის მფლობელი კომპანიაზოტი ჰოლდინგისმმართველმა პარტნიორმა, სოსო ნიბლაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, პროექტისთვის ინფრასტრუქტურას თავად თიზ-ის ადმინისტრატორი კომპანია მოაწყობს, რისთვისაც 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. წარმოების დაწყება კი, წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ძალიან კარგ პროექტთან გავაფორმეთ 15-წლიანი ხელშეკრულება. ესაა არომატიზატორების და პარფიუმერიული პროდუქტების წარმოება. თბილისის თიზ-ის ადმინისტრატორი კომპანია ყაზახი ინვესტორისთვის თვითონ აშენებს შენობას, ჩვენი კამპანიის ფარგლებში, რომელიც მზა ინფრასტრუქტურის მომზადებას და გადაცემას გულისხმობს და შემდეგ უკვე ინვესტორი თავის დანადგარებს ჩამოიტანს, საინჟინრო კომუნიკაციებს შექმნის და დაიწყებს ოპერირებას. საუბარი დაახლოებით 3 500 კვადრატულ მეტრ ფართზეა.

ჩვენი მხრიდან ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი ლარი იქნება. კომპანიას თავისი ქარხანა გადმოაქვს. ტექნიკური ნაწილი დასრულებულია, ერთ თვეში სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ და ალბათ წლის ბოლომდე, შემოდგომაზე, უკვე პროექტი ჩაეშვება“, - ამბობს სოსო ნიბლაძე.

მისივე თქმით, თიზ-ში წარმოებული პროდუქტი საექსპორტოდ იქნება განკუთვნილი, თუმცა მცირე რაოდენობის რეალიზაცია, შესაძლოა, ადგილობრივ ბაზარზეც მოხდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები