თბილისის თიზით ფარმაცევტული კომპანიები ინტერესდებიან
აზერბაიჯანული, თურქული და უკრაინული ფარმაცევტული კომპანიები თბილისის თიზში წარმოების გახნას გეგმავენ. როგორც თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბიძემ BM.GE-ს უთხრა, საუბარია თბილისში წარმოების გარკვეული ჯაჭვის შექმნაზე.
„ახალ კომპანიების ინტერესი მზარდია, ძირითადად ესენი არიან ფარმაცევტულ და მსუბუქ მრეწველობაში მოღვაწე კომპანიები. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის გრანდიოზული მასშტაბის კომპანიები და საუბარი ძირითადად ეხება წარმოების გარკვეული ჯაჭვის შექმნას. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები არიან თურქები, უკრაინელები და აზერბაიჯანელები, თუმცა განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობასა და დამატებით დეტალებზე ოდნავ მოგვიანებით შემეძლება საუბარი.“ - განაცხადა ტაბიძემ.
ამდროისთვის თბილისის თიზში 100-ზე მეტი კომპანია ოპერირებს.