8 თვის წინ თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა „ზოტი ჰოლდინგმა” შეისყიდა. ზოტი ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თიზ-ის მმართველი პარტნიორი სოსო ნიბლაძე ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში 2-მა საწარმომ უკვე დაიწყო თიზის ტერიტორიაზე ფუნქციონირება. თუმცა მისი თქმით, კომპანიების ინტერესი მზარდია. ნიბლაძე აცხადებს, რომ თბილისის ინდუსტრიულ ზონაში აზერბაიჯანული ინვესტიციით უკვე გაიხსნა 1 ფარმაცევტული საწყობი და იმავე კონცეფციის შენობას 2 მილიონი დოლარის ინვესტიციით თურქული კომპანიაც გახსნის.
“ავაშენეთ პირველი მულტიფუნქციური შენობა, რომელიც დასრულების ფაზამდე გასხვისდა. შემოვიდა ორი მნიშვნელოვანი საწარმო, ერთი არის სამგზავრო და სატვირთო ლიფტების მწარმოებელი აზერბაიჯანული საწარმო, ხოლო მეორე უკრაინული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სამშენებლო ბადეებს.
ფარმაცევტულ სფეროს რაც შეეხება ბოლო 8 თვეში 2 ახალი პროექტიდან, ერთი განხორციელდა უკვე აშენდა GDP სტანდარტის ფარმაცევტული საწყობი. ერთი პროექტი აზერბაიჯანული კომპანიის მიერ უკვე დასრულდა 1500 კვადრატულ მეტრზე შენობის მშენებლობა და ამ კომპანიამ უკვე დაიწყო ფუნქციონირება.
მეორე კომპანიასთან დავასრულეთ მოლაპარაკებები, თურქული ერთ-ერთი სერიოზული კომპანია, რომელიც იწყებს პროექტის განხორციელებას 2 მილიონი დოლარის ინვესტიციაა და აშენდება 2000 კვადრატამდე ფარმაცევტული საწყობი. პროექტს თურქული კომპანია ახორციელებს, თუმცა საქართველოში მისი სახელი არის აბულფარმი”, - ამბობს სოსო ნიბლაძე.