მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის წიგნის ბაზრობა 2026 “ექსპო ჯორჯიაში” 23-26 აპრილს

23 აპრილიდან ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი ტრადიციულად წიგნის მოყვარულების მთავარ თავშესაფრად იქცევა. თბილისის წიგნის ბაზრობა 2026 წელს განსაკუთრებული კონცეფციით ბრუნდება,სახელწოდებით - წიგნებით თავისუფლებისთვის და ამ იდეის გარშემო ერთიანდებიან წიგნის გამომცემლები, გამავრცელებლები და მკითხველები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველად წიგნის ბაზრობის ისტორიაში მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე მოზარდებისთვის: იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე. და ამ სტენდის მიზანია, წიგნის ფესტივალის სტუმრებს შესთავაზოს გამოცდილება, რომელიც ლიტერატურას, თამაშს, შემოქმედებასა და განათლებას აერთიანებს.

სტუმრები: ნატო ალხაზიშვილი - საქართველოს წიგნის ასოციაციის ბორდის თავმჯდომარე;

მაკა კასრაძე - საქართველოს წიგნის ასოციაციის ბორდის წევრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები