"სულაკაურის გამომცემლობა" 20-21 დეკემბერს დაგეგმილი თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობიდან შემოსული თანხის ნაწილის კვლავ თავისუფალი მედიების მხარდასაჭერ ფონდში გადარიცხვას გეგმავს.
როგორც გამომცემლობა წერს, მათთვის მნიშვნელოვანია მედიის შეუზღუდავი საქმიანობა
"სინათლე არ უნდა ჩაქრეს!
20-21 დეკემბერს თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობიდან შემოსული თანხის ნაწილს კვლავ თავისუფალი მედიების მხარდასაჭერ ფონდში გადავრიცხავთ. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მათი დამოუკიდებელი და შეუზღუდავი საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - წერს "სულაკაურის გამომცემლობა".




























