საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია. ღონისძიება წელს კითხვის მოყვარულებს 30 ოქტომბრიდან 1-ელი ნოემბრის ჩათვლით, კვლავ ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში უმასპინძლებს.
ლიტერატურის ყოველწლიური დღესასწაული სამი დღის განმავლობაში გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ავტორებს, ლიტერატურულ სფეროში მოღვაწე ადამიანებსა და წიგნის მოყვარულებს გააერთიანებს.
ღონისძიების ფარგლებში დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ:
- გაეცნონ ახალ გამოცემებს;
- დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს;
- შეხვდნენ ავტორებს;
- ჩაერთონ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებში;
- დაესწრონ საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობებს;
- შეიძინონ სასურველი წიგნები განსაკუთრებულ ფასად.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი.
























