მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის უბნები, რომლებიც ბინების გაყიდვებით ლიდერობს

ბინა დიდი დიღომი

2023 წლის ივლისში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით საბურთალო პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზეა დიდი დიღომი. ეს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ "თიბისი კაპიტალის" მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია.

მიმოხილვის მიხედვით, დიდუბეში, კრწანისსა და ისანში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო წლიური კლება შეიმჩნევა გლდანსა და სამგორში. რაც შეეხება ძველ ბინებს, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სამგორსა (+38%) და ნაძალადევში (+30%) დაფიქსირდა.

ფასს რაც შეეხება, "თიბისი კაპიტალის" ცნობით, საშუალო გასაყიდმა ფასმა კვ.მ-ზე ვაკეში და მთაწმინდაზე $2 000-ს გადააჭარბა. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში კვლავ ორნიშნა წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით ვაკე (+42%), ნაძალადევი (+40%) და მთაწმინდა (+38%) გამოირჩეოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები