თბილისის უბნების განვითარების გეგმებს Colliers International Georgia მოამზადებს
თბილისი რამდენიმე უბნის სამომავლო განვითარების ჩარჩო გეგმაზე კომპანია ,,Colliers International Georgia“ იმუშვებს. კომპანიას მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში საუკეთესო შეთავაზება აქვს. მინიციპალიტეტმა ჩარჩო გეგმების მოსამზადებლად 2 ტენდერი გამოაცხადა, ერთის ღირებულება 1,3 მილიონი, მეორისა კი 1,8 მილიონია, Colliers-ის შეთავაზებები კი თავდაპირველ ფასს მცირედით ჩამორჩება. თუკი კომპანია შერჩევა/შეფასების ეტაპს წარმატებით გაივლის, ამ შემთხვევაში ის ელიავას ბაზრობის, ვარკეთილის მე-3 მასივის ,,აკადემ ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიის, ორთაჭალის ბაღების, დოლიძე-ხილიანის ქუჩების, ლისის ტბის, თბილისის ზღვის, კოჯორი-შინდისის, დიღმის ჭალების, დიდი დიღმის და გლდანის ტბების მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ჩარჩო დოკუმენტებს მოამზადებს.