მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა მშენებლობა შეგვიფერხა“ - პაატა კაჭარავა

61e6c2b071a6f
თათია კაკიაშვილი
18.01.22 22:35
1414
„გაფართოებას ვგეგმავდით, თუმცა თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურმა შეგვაფერხა“, - ამის შესახებ bm.ge-ის სავაჭრო ცენტრ „საბას“ გენერალურმა დირექტორმა, პაატა კაჭარავამ განუცხადა.

კაჭარავას თქმით, 2022 წელს სავაჭრო ცენტრის დღეს არსებული ტერიტორიის გაფართოება და სამშენებლო პროცესების დაწყება იგეგმებოდა, თუმცა მოულოდნელად ტერიტორიას თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა ზონალური სტატუსი შეუცვალა, რის გამოც სამშენებლო პროცესები გაურკვეველი ვადით გადაიდო ან საერთოდ - შეწყდა.

„2022 წელს ჩვენ ვფიქრობთ გაფართოებას, თუმცა ხელისშემშლელი გარემოება მაინც არსებობს: ამავე ტერიტორიაზე ჩვენ ვაპირებდით მშენებლობის წამოწყებას, მაგრამ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, სტატუსი საზოგადოებრივ ზონა 3-ად შეგვეცვალა, რამაც შეგვაფერხა. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა მომხდარიყო მსგავსი ზონალური ცვლილება, როცა არასოდეს დაგვირღვევია სამშენებლო ნორმები. გაფართოებული ტერიტორია გულისხმობდა ასობით ახალ სამუშაო ადგილს და ბაზრის დივერსიფიკაციას, თუმცა არ დაგვცალდა. დღეს ავეჯის სავაჭრო ცენტრი გვქვია, გვინდოდა, სხვა მიმართულებითაც განვვითარებულიყავით, ალბათ, შევძლებთ ძველი ზონალური სტატუსის დაბრუნებას, რათა ეს გეგმები აღვასრულოთ“, - განაცხადა პაატა კაჭარავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები