მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ვიცემერი ტენდერებში კომპანიების შეთანხმებულ მოქმედებებს გამორიცხავს

5c069c9075902
სალომე მეცხვარიშვილი
04.12.18 19:25
971
თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ტენდერებში კომპანიების შეთანხმებულ მოქმედებებს გამორიცხავს. ამის შესახებ მან bm.ge-ს განუცხადა დედაქალაქში 220 ახალი ავტობუსის შეძენის ტენდერთან დაკავშირებით, რომელზეც ჩინური კომპანიის „ჰაიგერის“ იურისტს კითხვები აქვს.

ბადრი ნიაური ფიქრობს, რომ 220 ახალ ავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერი, კონკრეტულ კომპანიაზეა მორგებული. ამასთან, მისი თქმით, შესყიდვაში მონაწილე კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებენ.

„შეთანხმებულ მოქმედებებს გამოვრიცხავ მეც და მთლიანად ეს სისტემა გამორიცხავს, რადგან იმდენად კარგად აწყობილი და გამართულია პროცესები, რომ გამორიცხულია შეთანხმებული მოქმედებები“,- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

თბილისის მერიაში შემავალმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 220 პატარა, რვამეტრიანი ავტობუსის შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 79 მილიონ ნახევარი ლარია. ეს ნიშნავს, რომ თითო ავტობუსის ღირებულება საშუალოდ 361 ათასი ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას ავტობუსები ხელშეკრულების გაფორმებიდან რვა თვის ვადაში ეტაპობრივად უნდა მიაწოდოს. ტენდერში წინადადებების მიღება 15 ნოემბერს დასრულდა. შესყიდვა აუქციონის გარეშე მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა პრეტენდენტის შეთავაზების ნახვა შეუძლებელია. თუმცა, რაც ზედაპირზე ჩანს არის ის, რომ კომპანია „გრავიტა“, რომელსაც ყველაზე დაბალი ფასი ჰქონდა, ტენდერიდან დისკვალიფიცირებულია. მისი შეთავაზება 220 ავტობუსის 79 მილიონის ნაცვლად 63 მილიონი ლარად შემოყვანა იყო. კომპანიის დისკვალიფიკაციის შემდეგ ტენდერში იმარჯვებს კომპანია „ჯითი გრუპი“. მისი შეთავაზება 64,7 მილიონი ლარია.

„დისკვალიფიკაცია მოხდა, მაგრამ ეს სატენდერო დოკუმენტაციის და პროცედურის ბრალი არ არის. ეს არის კომპანია, რომელმაც წარმოადგინა საკუთარი შეთავაზება და თვლიდა, რომ აკმაყოფილებდა პარამეტრებს და ვერ დააკმაყოფილა. ამისთვის არის სატენდერო კომისია, რომელიც ადგენს შესაბამისობას კონკრეტული პრეტენდენტის და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება. იყო შემდეგი პრეტენდენტი, რომლის წინადადების განხილვაც ახლა ხდება“,- აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები