მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

63626d0e5e2fa
BM.GE
03.11.22 09:29
531
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთ უბანში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ეს რაიონებია:

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, არბოშიკის, ბოდბეს, ბოჭორმის, გლახო ზახაროვის, იალბუზის, ლუსინიანის, სამასი არაგველის, შავსოფლის, დოლაბაურის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ლაღიძის, ალექსანდრე წულუკიძის, კალოუბნის, ჯავახეთის, 17 შინდისელი გმირის და პეტრე ხვედელიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბესაძის, გრიგოლ ხანძთელის, ანტონ კათალიკოსის, კუფტინის, ლერმონტოვის, კოტე აფხაზის, საიათნოვას და ვახტანგ ბერიძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის, ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, ზესტაფონის, ღრმაღელის, კნოლევის, თამაზ ტოროშელიძის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, ქსოვრელის, გვაზაურის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ჯორჯ ბალანჩინის და დისევის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები