მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ზღვასთან მცირე ზომის ჰესის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

581dbc76edcc1
BM.GE
05.11.16 15:02
1847
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სთავაზობს დაინტერესებულ პირებს, თბილისის ზღვასთან კომპანიის მფლობელობაში არსებული ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის ბოლო მონაკვეთზე „მცირე ჰესის“ მოწყობის მიზნით საინვესტიციო წინადადებების წარმოდგენას.

„სიონის წყლსაცავიდან წყლის ხარჯის რეგულირებით, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით, მოედინება და ჩაედინება თბილისის წყალსაცავში. თბილისის წყალსაცავში ზემო სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხის წყალსაგდებ კვანძამდე შესაძლებელია მოეწყოს ჰიდროტექნიკური კვანძი მც. ზომის ჰიდროელექტრო სადგურის წყალაღებისთვის”,- აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მათი მხრიდან მხრიდან განხილულ იქნება ის საინვესტიციო წინადადება, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილი საფასური ჰიდროელექტრო სადგურისთვის წყლის მიწოდების მომსახურების გაწევისათვის იქნება მინიმუმ ჰესის მიერ გამომუშავებული ელ. ენერგიის ჯამური რაოდენობის 10%- ის ნამრავლი 0.055 ლარზე, სადაც თანხობრივი მაჩვენებელი (0,055 ლარი) ცვალებადია.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები წარმოადგინონ შპს „საქართველოს მელიორაციაში“ 7 დეკემბრის 18:00 საათამდე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები