მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ზღვაზე სანიტარული ზონები განისაზღვრება

5b3e1422321ab
ელენე გოგბერაშვილი
05.07.18 17:44
1592

 თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებას განიხილავს. თბილისის მერიის პოზიციაა, რომ აღნიშნულ ტერიტორიას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქის მოსახლეობის 30%-ის წყალმომარაგება სწორედ თბილისის ზღვიდან ხდება, მათ კვლევა დაუკვეთეს, რომელმაც აღნიშნული ტერიტორიის სანიტარული ზონები უნდა განსაზღვროს. სწორედ კვლევის შედეგად გადაწყდება რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ სამომავლოდ თბილისის ზღვაზე განთავსებულ ობიექტებს.

„თბილისის ზღვა თავისი ადგილმდებარეობით, ვიზუალით ძალიან წააგავს ჟენევის ტბასაც, მაგრამ თბილსიის ზღვა არის სასმელი წყალი. თბილისის მოსახლეობის 30% სვავს  აქედან წყალს, ხოლო ისეთ შემთხვევებში, როცა წყალმომარაგების სხვა წყაროს შეფერხება აქვს 50-60% აღწევს წყალმომარაგება ამ წყალსაცავიდან. ნებისმირი განაშენიანება უნდა იყოს კარგად გააზრებული. აგვისტოში დასრულდება კვლევა, რომელიც სანიტარულ ზონებს განგვისაზღვრავს თბილისის ზღვისთვის და განგვისაზღვრავს უკვე აშენებული ობიექტებისთვის შემარბილებელ ღონისიძიებებს. თუ მათ ისეთი განაშენინება აქვთ, რომ ჩამდინარე წყლების სახით რისკს უქმნის წყალს, ამ შემთხვევაში გაბიონი უნდა მოაწყონ, სანიაღვრე ქსელი უნდა გამოასწორონ.  ჯინო ფერდაისი, იახტკლუბზე ვსაუბრობ. წინასწარი მონაცემებით, მათ სანიაღვრე სისტემა მოწესრიგებული აქვთ. შემდგომი განაშენაინებისთვის აუცლებელია ჩვენ დავიცვათ სანიტარული ზონა“-აცხადებს bm.ge-თან მაია ბითაძე.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები