2019 წლის 2-4 აპრილს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ISO 9001:2015 და 14001:2015 შესაბამისობის აუდიტი წარმატებით განხორციელდა.
ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
„აუდიტის ფარგლებში შემოწმდა სახმელეთო, მგზავრთა და ბარგის მომსახურებასთან, ფრენების ოპერირებასთან და აეროპორტის სხვა სერვისებთან დაკავშირებული პროცესები.
ISO 9001 და ISO 14001 საერთაშორისო სერთიფიკატები კიდევ ერთხელ ადასტურებს ხარისხის და გარემოს მართვის სისტემების ეფექტრურ ფუნქციონირებას კომპანიის საქმინაობაში. აღსანიშნავია, რომ „ტავ ჯორჯია“ ISO სტანდარტების სერტიფიკატებს 2008 წლიდან ფლობს.
აღნიშნული აუდიტი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, დიდი ბრიტანეთის აკრედიტაციის ცენტრის (UKAS) აკრედიტირებულმა კომპანია URS-მა ჩაატარა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























