მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისმა საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს, Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

8 ოქტომბერს საერთაშორისო ფორუმი Fusion Georgia 2026: Banking & Retail გაიმართა, რომელმაც 300-ზე მეტი მონაწილე გააერთიანა საქართველოდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან და ლიეტუვადან. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია BS/2-ის ორგანიზებით, ფორუმი საქართველოში პირველად გაიმართა და ქვეყანაში კომპანიის ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებად იქცა. Fusion-ის სერიის მეექვსე ფორუმმა საბანკო და რითეილ სექტორებს მოუყარა თავი; ორი თემატური ბლოკი მათ გამოწვევებსა და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს დაეთმო. სერიის წინა ღონისძიებები ყაზახეთსა და უზბეკეთში გაიმართა. ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დარიუს ვიტკაუსკასმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები