თბილისობის მოწყობის გამარტივებული შესყიდვა კითხვებს აჩენს,- ამის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) მკვლევარი სანდრო ქევხიშვილი აცხადებს.
„თბილისობის მოწყობაზე დახარჯული თანხა იყო 900 ათასი, რომელიც გავიდა ერთ შესყიდვად. თბილისის მერიამ მიმართა განცხადებით შესყიდვების სააგენტოს, რომელმაც უპრობლემოდ მისცა ამ შესყიდვაზე თანხმობა. თუმცა, აქ საუბარი იყო რამდენიმე ტიპის განსხვავებულ მომსახურებაზე: კონცერტების მომსახურება, ტექნიკური აღჭურვილობა, ხელჩანთების, ბეჭდვისა და სათამაშოების შესყიდვა. ანუ ძალიან განსხვავდებოდა სერვისები და მომსახურება და სავსებით შესაძლებელი იყო ცალკე გამოეცხადებინათ თუნდაც ბეჭდვის შესყიდვა“,- აცხადებს მკვლევარი.
მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვებში ისედაც დაბალი კონკურენციაა, ამიტომ ნებისმიერი შემსყიდველი ორგანიზაცია უნდა ეცადოს, რაც შეიძლება ხშირად გამოაცხადოს ტენდერები, რომ მასში მონაწილეობის შანსი მცირე ბიზნესსაც ჰქონდეს.

























