მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისს 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო ივლისის ბოლოდან ექნება

5b1cfc3f1d516
თელარა გელანტია
10.06.18 13:50
1546
დედაქალაქში 30 საზოგადოებრივი საპირფარეშო ივლისის ბოლოდან განთავსდება.

ამის შესახებ BM.ge-ის თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მისივე ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბერში შესაბამის აუქციონში გამარჯვებულ კომპანია „კონსალტინგ გრუპს“ საპირფარეშოების განთავსება გასული წლის ბოლომდე უნდა უზრუნველეყო, მაგრამ მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამ ვადამ ივლისის ბოლომდე გადაიწია.

„მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო, ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას გარკვეული პრობლემები შეიქმნა; ამასთან, ზამთრის თვეებში სამუშაოების შესრულება უფრო რთული აღმოჩნდა, ამიტომ დედაქალაქის მთავრობამ კომპანია „კონსალტინგ გრუპს“ ვადა გაუხანგრძლივა ამ დროისთვის, მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე გაკეთებულია და შესაბამის კონსტრუქციებს ელოდებიან“, - განმარტეს მერიის ქონების მართვის სააგენტოში.

მისივე ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებულ „კონსალტინგ გრუპს“ თბილისის მერიამ მხოლოდ მიწა გადასცა, სადაც კომპანია საზოგადოებრივ საპირფარეშოებს განათავსებს. რეტერატების მოსაწყობად 30 ადგილი აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას ოცწლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა.

საპირფარეშოები ფასიანი იქნება და ფასს თავად კომპანია განსაზღვრავს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აუქციონის პირობების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშო ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი და, ამასთან, აღჭურვილი ბავშვის გამოსაცვლელი მაგიდით. თანამედროვე, ავტომატიზირებული მასალებით მოპირკეთებული საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოვლა-პატრონობასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი იქნება მოიჯარე, რომელიც ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ცხელი ხაზის მუშაობა კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.

მერიის ცნობითვე, საპირფარეშოების მოწყობის ლოკაციები მოსახლეობის თხოვნით ოდნავ შეიცვალა, მაგრამ ისინი ძირითადად განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე: 1. მ/ს დიდუბე, ქვედა შესასვლელი; 2. ორთაჭალის ავტოსადგურის მიმდებარედ გულიას ქუჩა; 3. ჩაჩავას ქ. #1-ის მიმდებარედ; 4. ჭავჭავაძის გამზირი #30-ის მიმდებარედ; 5. მ/ს ისანის მიმდ. წამებულის ქ. #76 მოპირდაპირედ; 6. ორთაჭალის ავტოსადგურის მოპირდაპირედ გულიას ქ; 7. სააკაძის მოედანი; 8. ათონელის ქ. ალექსანდრეს ბაღი; 9. მ/ს დიდუბე. ზედა შესასვლელი; 10. ყაზბეგისა და პეკინის ქუჩების კვეთა; 11. სადგურის მოედანი 1; 12 რიყის პარკი-2; 13. მ/ს ავლაბართან; 14. კიკვიძის ბაღი-2; 15. კიკვიძის ბაღი -1; 16. საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია; 17. კუს ტბის მიმდებარედ; 18. ბაგები, სტუდ ქალაქის ტერიტორიაზე, ავტობუსების ბოლო გაჩერებაზე; 19. კახეთის გზატკეცილი-1 (ლილო); 20. კახეთის გზატკეცილი-2 (ლილო); 21. მტკვრის მარცხენა სანაპირო (ელიავას ბაზრობის მიმდ.); 22. აგლაძის ქუჩა #11ა მიმდ. (ელიავას ზედა შესასვლელთან); 23. დიღმის მასივი, მაიაკოვსკის სახ. სკვერი; 24. დიღმის მასივი, ე. მიქელაძის ქუჩა #12; 25. დ. აღმაშენებლის გამზირი #19, სკვერში; 26. გურამიშვილის ქუჩა მ/ს "სარაჯიშვილი"-ს მიმდ; 27. ც. დადიანის ქუჩა მ/ს "ნაძალადევის" მიმდ; 28. ც. დადიანის ქუჩა გადასასვლელი ხიდის მიმდ; 29. წინამძღვრიშვილის ქუჩა "დეზერტირების" მიმდ; 30. ა. წერეთლის გამზირი დინამოს მიმდებარედ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები