თბილისში 24-საათიანი მარკეტები და აფთიაქები იხურება. კერძო სექტორის ნაწილის განცხადებით, მთავარი მიზეზი კადრების დეფიციტი და შრომის კოდექსში შესული გარკვეული რეგულაციებია. ბიზნეს სექტორში ამბობენ, რომ დამსაქმებლები დასაქმებულებს ღამის ცვლაში ვერ ამუშავებენ, ახალ სამუშაო ძალას კი ვერ პოულობენ. ამასთან, გამოწვევაა კომუნალური ხარჯებიც.