კადრების დეფიციტის გამო, 24-საათიანი მარკეტები იხურება. როგორც რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე აცხადებს, მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, კადრების დეფიციტია. მისი თქმით, კერძო სექტორს სამუშაო ძალის პოვნა კვლავ უჭირს, შესაბამისად, მათ ღამის ცვლის დასაქმებულები არ ჰყავთ. მიუხედავად ხელფასების მატებისა, ამბობს, რომ დასაქმების მსურველთა რაოდენობა ნაკლებია. მარკეტებთან ერთად, იხურება 24-საათიანი აფთიაქებიც, მიზეზი კადრების დეფიციტი და შრომის კოდექსით ამოქმედებული რეგულაციებია.