მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისში 30 150 მიუსაფარი ძაღლია" - Mayhew Georgia

ქუჩის ძაღლები

თბილისში 30 150 მიუსაფარი ძაღლია, საიდანაც სტერილიზებული 32%, დაახლოებით 10 500 ძაღლია. ამის შესახებ ინფორმაციას „მეიჰიუ საქართველო“ ავრცელებს, რომელმაც თბილისში მიუსაფარი ძაღლების ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა.

მათი კვლევა ინფორმაციას იძლევა ძაღლების ასაკის, სქესისა და მდგომარეობის შესახებაც, რომელიც შესაბამისს უწყებებთან უკვე გადაგზავნილია.

„გასულ წელს „მეიჰიუ საქართველომ“ თბილისში ჩაატარა მიუსაფარი ძაღლების ფართომასშტაბიანი კვლევა, როგორც სტრატეგიის ნაწილი, რომელიც დაეხმარება თბილისის ხელისუფლებას ძაღლების პოპულაციის მართვის უფრო ეფექტიანი და გავლენიანი პროგრამის განვითარებაში.

შეიქმნა თბილისის ციფრული რუკა და უბნები დაყოფილია ბლოკებად ინდუსტრიული პრაქტიკის მიხედვით. სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენი მკვლევრები, მოხალისეების და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლების დახმარებით ითვლიდნენ ძაღლებს მობილური აპლიკაციის გამოყენებით. ყველა მონაცემი დაფიქსირდა მონაცემთა ბაზაში და მას შემდეგ რაც ყველა რაიონი დაითვალა, გაანალიზდა შედეგები. შედეგებმა აჩვენა, რომ თბილისში არის 30150 მიუსაფარი ძაღლი, საიდანაც 32% ( დაახლოებით 10500 ძაღლი) უკვე სტერილიზებულია. მონაცემებმა ასევე დააფიქსირა ძაღლების ასაკი, სქესი და მდგომარეობა. ეს მონაცემები გავუზიარეთ ხელისუფლებას. აღნიშნულის საფუძველზე დაიგეგმება თუ როგორ დავეხმაროთ ხელისუფლებას მიუსაფარი ძაღლების მართვის პროგრამაში.

2024 წელს „მეიჰიუ საქართველო“ კონცენტრირებული იქნება ძაღლების სტერილიზაციაზე ჩვენი ახალი კლინიკის ტერიტორიის გარშემო, თავისუფალი აგრარული უნივერსიტეტის კამპუსში, რომელიც მოიცავს მიუსაფარი ძაღლების რამდენიმე ცხელ წერტილს საქართველოს დედაქალაქში.

მადლობა ედგარ კუპერის ფონდს, რომელმაც საშუალება მოგვცა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროგრამა განგვეხორციელებინა“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები