მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში 512 ე.წ. ხრუშჩოვკაა, სადაც 12 000-მდე ოჯახი ცხოვრობს

5981b92d28ca8
BM.GE
02.08.17 15:20
1840
თბილისში 512 ე.წ. ხრუშჩოვკაა, მათი უმეტესობა კი ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ქავთარაძის ტერიტორიაზე, კრწანისის რაიონში, ნავთლუღსა და დიღმის მასივშია განთავსებული. მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი „საქმის კურსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მსგავს შენობებში 12 000-მდე ოჯახი ცხოვრობს. როსტომაშვილი ამბობს, რომ ე.წ. ხრუშჩოვკების ცანაცვლებას 20-25 წელი დასჭირდება.

„პირობითად, თუ თბილისის მერად კახა კალაძეს აირჩევენ და იგი ამ პროექტს ხელს მოკიდებს, დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე თავის ვადაში ვერ მიიყვანს, რადგან ამ საკითხის გადაჭრას სამი წელი ნამდვილად არ ეყოფა. მან შესაძლოა ეს პროგრამა მოამზადოს და დახვეწოს.

ვფიქრობ, რომ ამ საქმის დასრულებას ალბათ 20-25 წელი სჭირდება. პირობითად მარტივად, რომ ვთქვათ 1/10-ზე 100 ბინა უნდა ააშენონ, რომ 10 ადამიანი დააკმაყოფილოს. თუ ამაში ბიუჯეტი და სხვა სქემები არ ჩაერთო, 12 ათასი თუ დასაკმაყოფილებელია, 120 000 ბინა უნდა აშენდეს? ამის მოკვლევა მარტივად შეიძლება, რადგან საჯარო რეესტრში ხელმისაწვდომია ინფორმაცია თუ რამდენი ტრანზაქცია კეთდება, ანუ წლის განმავლობაში საშუალოდ რამდენი ახალი ბინა იყიდება. ეს რიცხვი დაახლოებით 10 000. 10 000 მხოლოდ ’’ხრუშჩოვკების“ მომსახურე ბინები რომ აშენდეს, 12 წელი დასჭირდება და გამორიცხულია, რომ ხალხამა ბინები მაინც და მაინც იმ პროექტით შეიძინოს“, - ამბობს როსტომაშივილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები