თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის ინფორმაციით, თბილისში 7 დაუსრულებელი მშენებლობა განახლდა. როგორც ელოშვილი ამბობს, მას შემდეგ, რაც მოხდა დაუსრულებელი მშენებლობების იდენტიფიცირება, მერიამ პირველი რაც გააკეთა იყო ის, რომ მშენებლობებს, რომლებსაც ჰქონდათ პროცედურული ხასიათის პრობლემები და არ საჭიროებდნენ განსაკუთრებულ შეღავათებს, მოხდა მათი დახმარება.
მისივე თქმით, დაუსრულებელი მშენებლობებისთვის შეღავათების დასაწესებლად კანონპროექტი მალე პარლამენტში შევა. ამჟამად კანონპროექტი, რომელზეც თბილისის მერიამ იმუშავა, პრემიერის აპარატშია გადაგზავნილი. ამის პარალელურად დედაქალაის მთავრობს დაუსრულებელი მშენებლობების კომპანიებთან ინდივიდუალურად მუშაობს.
„უახლოეს პერიოდში პირველი დრაფტი მიიღებს კანონის სახეს, რაც საშუალებას მოგვცემს გავატაროთ მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის მოსაკრებლების გადავადება, შეღავათები დღგ-ზე და ა.შ.
გარდა ამისა, ჩვენ ყველა იმ მშენებლობების საკონტაქტო მონაცემები გადავაგზავნეთ დეველოპერებს, რომლებსაც ჰქონდათ ფინანსური პრობლემები და ეძებდნენ ინვესტორებს. როგორც კი მიღებული იქნება ახალი კანონი, უფრო მეტი ინტენსივობით მოხდება მშენებლობების განახლება“,- აცხადებს ელოშვილი.