მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი ბრენდი Mellow გამოჩნდა

gg

თბილისში ახალი ბრენდი Mellow გამოჩნდა. ბრენდი რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე ოპერირებს და როგორც „ქალების ნარატივში“ საუბრისას, ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნუცა მიქელაძემ აღნიშნა, Mellow მომხმარებლებს ეკო-მეგობრულ მაღალხარისხიანი მსოფლიო ბრენდებს სთავაზობს.

„Mellow -ში ევროპული ნიშური ბრენდებია წარმოდგენილი 0-14 წლის ბავშვებისათვის. თითოეული მათგანი ქმნის მაღალხარისხიან, ეკო-მეგობრულ, ტოქსიკური ნივთიერებისგან თავისუფალ, განსხვავებული დიზაინის საბავშვო ტანისამოსსა და აქსესუარებს, რომლებიც თაობებზეა გათვლილი და წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,“ - განაცხადა ნუცა მიქელაძემ.

Mellow-ში წარმოდგენილი პროდუქცია ეთიკურად, მაქსიმალურად პლანეტის დაბინძურების ან ნახშირბადის კვალის გაზრდის გარეშე იწარმოება და იქმნება მდგრადი ნაჭრისგან.

„ჩვენთვის ეს ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ბრენდების არჩევისას. თითქმის ყველა მათგანი სერტიფიცირებულია GOTS ან/და OEKO-TEX სერტიფიკატებით. ეს იმის გარანტია, რომ პროდუქტი მთლიანად ორგანულია და შემოწმებულია მავნე ნივთიერებებზე,“- აღნიშნა ნუცა მიქელაძემ.

Mellow-ში წარმოდგენილ მსოფლიო ბრენდებთან ერთად აქ შეგხვდებათ 2 ქართული ბრენდიც, ესენია: „ეშვი ქიდსი“ და „ფლაინგეისი“, რომლებიც აგრეთვე ტანისამოსს ბუნებრივი ქსოვილისგან ქმნიან.

პროდუქციაზე ფასები Mellow-ში 150 ლარიდან - 500 ლარამდე მერყეობს, ხოლო ბრენდის შექმნისთვის დამფუძნებლებმა 100 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები