თბილისში ახალი Gardena-Husqvarna-ს შოურუმი გაიხსნა. სრულიად ახალი სივრცე მომხმარებელს დაეხმარება, შეარჩიოს თავისთვის საჭირო ბაღისა თუ ხე-ტყის მოვლისთვის საჭირო აქსესუარები და ტექნიკა გლობალურად წამყვანი ბრენდებისგან, რომლებიც საუკეთესოა როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული მებაღეებისა თუ მეტყევეებისთვის.

ახალ შოურუმში Gardena-ს უახლესი ჭკვიანი სარწყავი სისტემები და მთელი რიგი ბაღის მოვლის აქსესუარებია წარმოდგენილი, ხოლო Husqvarna გთავაზობთ მაღალტექნოლოგიურ ჯაჭვის ხერხებს, რობოტულ გაზონის სათიბებს და სხვა ბაღისა და ხე-ტყის მოვლისთვის აუცილებელ ტექნიკას.

ახალი შოურუმი არა მხოლოდ პროდუქტების უკეთეს არჩევანს სთავაზობს მომხმარებლებს, არამედ უფრო ფართო სივრცესაც, სადაც თითოეულ პროდუქტზე შეძლებენ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია და კონსულტაცია პროფესიონალი გუნდისგან.
შოურუმის მისამართი: ბელიაშვილის ქ. 70

























