"ვივო მედიქალ ჯგუფისა" და პარტნიორი ექიმების ინვესტიციით თბილისში ახალი კლინიკა, "ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი" გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე, ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი მსგავსი შინაარსის პირველი სამედიცინო დაწესებულება და სამშობიარო იქნება, რომელიც მოსახლეობას თანამედროვე, კომფორტულ და პაციენტების უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს. კლინიკის მთავარ მიმართულებად კვლავ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა რჩება და ამავდროულად გააერთიანებს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ორსულთა მეთვალყურეობა, გინეკოლოგია, უროლოგია და ა.შ.