1.3 მლრდ ახალი აეროპორტისთვის - მთავრობამ თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 19 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. მთავრობა ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულებას გეგმის მიხედვით 2028 წელს აპირებს. ამასთან, მთავრობა აპირებს პროექტი არა საბიუჯეტო სახსრებით, არამედ ინვესტორებისგან მოზიდული თანხებით განახორციელოს.