14 თებერვალს, 13.00 საათზე, თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის დაწყების თაობაზე მემორანდუმი გაფორმდება.
დოკუმენტს ხელს მოაწერენ დავით ტვილდიანი, კომპანია AHT ManCo Ltd-ს დამფუძნებელი და ჯეიმზ სანტრი, "ინოვა ჯანდაცვის სისტემის" აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი.
საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ განთავსდება. პროექტს ერთობლივად განახორციელებენ “თიბისი ჰოლდინგი", "კონტი ჯგუფი" და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი.

























