მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში „ანგელოზ ინვესტორთა“ მე-3 საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს

62d279eae394e
BM.GE
16.07.22 12:41
847
თბილისში „ანგელოზ ინვესტორთა“ მე-3 საერთაშორისო სამიტი მიმდინარეობს - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის, ინვესტიციების მოზიდვისა და ევროპის ქვეყნებთან ბიზნესკავშირების გაღრმავების მიზნით, „ანგელოზ ინვესტორთა“ საერთაშორისო სამიტს თბილისი უკვე მესამედ მასპინძლობს“, - აღნიშნავენ მერიაში.

ღონისძიება ორი დღის განმალობაში 15-16 ივლისს იმართება და თბილისის მერიისა და ევროკავშირის ერთობლივი ბიზნეს აქსელერატორ “სპარკის”, საქართველოს „ანგელოზ ინვესტორთა“ ქსელ “აქსელის” და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, “აჭარა ჯგუფის”, Grant Thornton Georgia-სა და Noxtton-ის მხარდაჭერითაა ორგანიზებული.

„სამიტის ფარგლებში, საქართველოს ევროპის „ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (EBAN) წარმომადგენლები და ინვესტორები საბერძნეთიდან, სლოვენიიდან, საფრანგეთიდან და ესტონეთიდან ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია, საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ინვესტორების დაინტერესებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის გზით“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები