თბილისში ნახევარ მილიონამდე მანქანაა რეგისტრირებული, რომლის გასაჩერებლადაც სულ 32 ათასი ადგილი არსებობს, მათ შორის 374 საპარკინგე ადგილი შშმ პირებისთვის არის განკუთვნილი.
CT Park-თან გაწყვეტილი ხელშეკრულების შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში არასწორად პარკირებულ მანქანებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 80 თანამშრომელი აჯარიმებს. როგორც BM.GE-ს მერიის საქვეუწყებო დაწესებულებიდან აცნობეს, თბილისის ქუჩების პარკინგის სისტემის მონიტორინგს სულ 141 თანამშრომელი ახორციელებს. პირველი 2 კვირის განმავლობაში 30 ათასზე მეტი ჯარიმა დაიწერა.
„ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში 2018 წლის 31 მაისის მდგომარეობით საგზაო ნიშნებით და საინფორმაციო დაფებით აღჭურვილია 2 010 ლოკაცია და დატანილია 950 კვ.მ საგზაო მონიშვნა“ - განუცხადეს BM.GE-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.