დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სივცითი-ტერიტორიული დაგეგმვის, არქიტექტორულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივა განიხილეს, რომელიც არქიტექტორთა სერტიფიცირების საკანონმდებლო რეგულირებას შეეხებოდა.
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, სივრცითი მოწყობის შესახებ ახალი კანონმდებლობა არქიტექტორთა სერტიფიცირების ვალდებულებას ისედაც ითვალისწინებს, თუმცა მისი ამოქმედება 2020 წლის ივლისისთვის იგეგმება, თბილისის მერიის ინიციატივა კი, მუნიციპალიტეტის ნაწილში სერტიფიცირების ვადის 2019 წლის იანვრისთვის გადმოწევას შეეხება.
„თბილისის მერია რამდენიმე მიმართულებით აქტიურ სამუშაოებს ეწევა და ერთ-ერთ სფეროს სამშენებლო სექტორი და არქიტექტურის განვითარება წარმოადგენს. მერიამ ამ კუთხით რიგი ნაბიჯები უკვე გადადგა და ამ ეტაპზე გვაქვს შესაბამისი შესაძლებლობები, რომ სერტიფიცირების პროცესი უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან ავამოქმედოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

























