მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, ავეჯის საწარმოს შექმნაში 1 793 760 ლარის ინვესტირება მოხდება

575e6ed1b8842
BM.GE
13.06.16 12:27
1405
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „ვუდმასტერს“ თბილისში, ღოღობერიძის ქ. N 67-ში 12895კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადასცა.
 
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ვუდმასტერი“ უზრუნველყოფს ავეჯის, მერქნისა და მისი ნაწარმის, ასევე ყველა სახის საათებისა და მათი ნაწილების მწარმოებელი საწარმოს შექმნას. წარმოების დაწყებიდან არანაკლებ ორი წლის განმავლობაში საწარმო განახორციელებს პროდუქციის წლიური მოცულობის არანაკლებ 3000 ერთეული ავეჯის, არანაკლებ 1500 ერთეული მერქნის ნაწარმის და არანაკლებ 50 ერთეული საათის და მათი ნაწილების წარმოებას.

საწარმოს შექმნისთვის შპს „ვუდმასტერი“ 1 793 760 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და ჯამში 50 სამუშაო ადგილს შექმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები