მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ავტობუსები 3 ახალ ხაზზე იმოძრავებენ

5a30dd0e61172
სალომე მეცხვარიშვილი
13.12.17 11:54
2664
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სანამ ყვითელი ავტობუსები ევროპული ტიპის ავტობუსებით ჩანაცვლდება, სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ მოსახლეობას მაქსიმალური კომფორტი უნდა შეექმნას. კალაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინის დრო მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. შესაბამისად, თბილისში ავტობუსები 3 ახალ ხაზზე იმოძრავებენ.

"ემატება ახალი მარშრუტი #54, რომელიც მგზავრებს დიდი დიღმის მეოთხე მიკრო-რაიონიდან თბილისის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმართულებით, დავით აღმაშენებლის ხეივნის, მარშალ გელოვანისა და ვაჟა-ფშაველას გავლით მოემსახურება.

ასევე, სოფელ ახალდაბის მოსახლეობის სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კიდევ ერთი დამატებითი ავტობუსი დაემატება. ეს არის #82. იქ მცხოვრებ ადამიანებს დაახლოებით ორი საათი უწევდათ ხოლმე ლოდინი, სანამ ავტობუსი გამოუვლიდათ. შესაბამისად, ეს შეუმსუბუქებს იქ მცხოვრებ ადამიანებს მგზავრობას.

ასევე, იხსნება ახალი მარშრუტი #64, რომელიც სიმონ ჩიქოვანსა და ხილიანის დასახლებას და მის მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით",- განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები