მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ავტომობილების ვერტიკალური პარკირების ზონები გამოჩნდება

582987db38cd7
ელენე გოგბერაშვილი
14.11.16 13:44
4976
ავტომობილების ვერტიკალური პარკირების ზონების პროექტი სტარტაპია, რომელსაც კომპანია "რევერსი" განახორციელებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მალხაზ ცისკარიშვილი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, ისინი ქმნიან შესაძლებობას ერთი ავტომობილის ფართზე 10-15 ავტომობილი განთავსდეს.

"პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქი 10-ჯერ განიტვირთება"-აცხადებს ცისკარიშვილი. პროექტის განსახორციელებლად "რევერსმა’’ 90 ათასი ლარის მოცულობის დაფინანსება "სტარტაპ საქართველოს’’ ფარგლებში აიღო და საცდელ საპარკინგე კონსტრუქციებს დაახლოებით ორ თვეში შექმნის. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, შეკვეთა უკვე აქვთ და პირველი ასეთი საპარკინგე ზონა დადიანის გამზირზე განთავსდება.

"ჩვენ ვგეგმავთ პირველი საცდელი ვარიანტების გაკეთებას ვაგონთმშენებელ ქარხანაში. პირველი ასეთი მოწყობილობა დაიდგმება დადიანის გამზირზე. შემკვეთიდან გამომდინარე ასეთ კონსტრუქციებს შეხვდებით რეგიონებშიც", - ამბობს მალხაზ ცისკარიშვილი.

მისი თქმით, პროექტის განხორციელებაზე პატენტს მხოლოდ კომპანია "რევერსი" ფლობს. კომპანია გეგმავს პარკირების ვერტიკალური ზონები საექსპორტო პროდუქციადაც იქცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები