მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი ავტობუსები დღეს ექვს მარშრუტზე გავიდნენ

5de8cb4a3e20e
BM.GE
05.12.19 13:30
2090
"ისუზუს" მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დღეს, დილიდან 6 მარშრუტზე გავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კერძოდ, ეს მარშრუტებია: N7-ზე - სოფელი დიღომი - მეტროსადგური "დიდუბე", N12-ზე - დიდი ლილო - მეტროსადგური "ისანი", N19-ზე - ვაზისუბნის მე-2 მიკრორაიონი - ზემო ფონიჭალა, N57-ზე - სამგორის ქუჩა - კრწანისის ქუჩა, N80-ზე - ორთაჭალის ქუჩა -ბარათაშვილის ქუჩა და N122-ზე - მუჯირიშვილის ქუჩა - სადგურის მოედანი.

ამასთან, მერიის ცნობით, ხვალიდან N37 სამარშრუტო ხაზზე (აეროპორტი - სადგურის მოედანი) MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ახალი ავტობუსები 12-მეტრიან ლურჯ MAN-ის ავტობუსებს შეცვლიან. გამოთავისუფლებული ლურჯი ავტობუსები კი გადანაწილდება დიდი დიღმის 2 მარშრუტზე: N15-სა და N54-ზე, რომლებიც სადგურის მოედნამდე და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსამდე მოძრაობენ.

ავტობუსების ახალი შემადგენლობა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას 3 დეკემბერს წარუდგინა. ისინი მარშრუტებზე ერთი კვირის განმავლობაში გავლენ. უახლოეს დღეებში ახალი ავტობუსები მოემსახურება შემდეგ მარშრუტებს: N13, N36, N48, N65, N68, N75, N77 და N110.

როგორც ცნობილია, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა. მწარმოებლის მიერ თბილისისათვის მათი მოწოდება დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები