თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ორ დონიანი ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. ახალი სატრასპორტო კვანძის მშენებლობისთვის ისევ 4.3 მლნ ლარია გათვალისწინებული. დაგეგმილი მშენებლობისთვის 88 ხე მოიჭრება, ამდენივე კი ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადაირგვება. თუმცა მანამდე, მერიამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია უნდა მოძებნოს.
გასულ თვეში, ამავე ესტაკადის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში რუსულ კომპანია "ნიკარემსტროის" და ქართულ კომპანია "ენსისის“ დისკვალიფიკაცია მიენიჭა. შედეგად, ტენდერი ჩაიშალა.

























