მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ახალი სასტუმრო გაიხსნა

5bfff0bb254b9
თათია ჩაფიჩაძე
29.11.18 17:58
2809
თბილისში კიდევ ერთი ახალი სასტუმრო „სეფია“ გაიხსნა. სასტუმრო 33 ნომრიანი და ის დახვეწილი ინტერიერითა და ქართულ-ევროპული კერძების მიქსით გამოირჩევა. სასტუმროს აქვს თავის რესტორანი და ღია და გარე კაფეები. ნომრის ღირებულება კი 80-დან 120 დოლარამდე მერყეობს.

ღამბაშიძის 5 ნომერში მდება შენობა, ცნობილი მთამსვლელის იგორ კაზალიკაშვილის ქალიშვილს სეფიას ეკუთვნოდა.


„ჩვენ გადავწყვიტეთ რომ თბილისში, ღამბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბებიის პატარა სახლის ადგილზე სასტუმრო აგვეშენებინა, მისი სახელის უკვდავსაყოფად კი „სეფია“ დაგვერქმია და ბებიასავით სიყვარულით გვემასპინძლა ყველასთვის, აქაურისთვის თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ადამიანისთვის, ვისაც ჩვენი ქვეყნის გაცნობა მოუნდება. სასტუმროში მოსულ სტუმებს დახვედებათ ქართული და ევროპული კერძებისგან შემდგარი სამზარეულო, განსაკუთრებული ადგილი კი დაეთმობა ჩვენს მოხევურ კერძებს, სამი სახის განსხვავებული ხინკალი გვექნება და მთლინად წარმოდგენილი იქნება მოხევური სამზარეულო. „ - განაცხადა სასტუმროს მეპატრონემ ია მარსაგიშვილმა.

სასტუმროს გახნას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც. გიორგი ჩოგოვაძე აცხადებს, რომ ტურისტების ზრდის პარალელრად უმნიშვნელოვანესია ახალი განთავსების ადგილების გაჩენაც.

„დღეს ჩვენ ახალი სასტუმრო გავხსენით ქალაქის ცენტრში, რომელიც საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ კიდევ უფრო გავამდიდრებთ ჩვენს შეთავაზებას საერთაშორისო ტურისტების მიმართ და ტურიზმი კიდევ უფრო მეტად განვითარდება.“- განაცხადა ჩოგოვაძემ.

„სეფიას“ მფლობელები მეორე სასტუმროს გახსნას ყაზბეგშიც გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები