მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, ბანგლადეშის საპატიო საკონსულო გაიხსნება

ბანგლადეში

თბილისში, საპატიო კონსულის მეთაურობით ბანგლადეშის საკონსულო გაიხსნება. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი 21 აგვისტოს მოაწერა.

ვაჭრობა

საქართველოსა და ბანგლადეშს შორის 2024 წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვამ 1.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდზე 58.7%-ით ნაკლებია.

გასული წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა, წელს კი მხოლოდ 7.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

წელს, TOP-5 იმპორტირებული პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  1. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 335.6 ათასი აშშ დოლარი;
  2. კოსტუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭისა - 232.1 ათასი აშშ დოლარი;
  3. მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 225.4 ათასი აშშ დოლარი;
  4. ქალის ან გოგოს კოსტუმები, კომპლექტები, კომბინეზონები, ბრიჯები და შორტები - 109.7 ათასი აშშ დოლარი;
  5. ბაწრები, ზონრები, ბაგირები და თოკები - 102.6 ათასი აშშ დოლარი.

ბანგლადეშში ექსპორტზე კი, მხოლოდ ანაცერი, ქატო გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები