საქართველოში კომერციული უძრავი ქონების გასაყიდი ფასი იკლებს, იჯარის ფასი კი ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2017 წლის ბოლოს 1 კვ.მ კომერციული უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი 1 032 დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება კომერციული უძრავი ქონების გაქირავების ფასების ინდექსს, ის ბოლო წლებში ზრდადი ტენდენციით ხასიათდებოდა, ხოლო 2017 წელს ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა და 0.960 ნიშნულს გაუტოლდა, გაქირავების საშუალო ფასმა კი 9.4 დოლარი შეადგინა.
თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უძრავი ქონების ბაზრის შესწავლის შედეგად აღნიშნული მონაცემები ლაბორატორია REM lab-მა გამოაქვეყნა, რომელიც თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და forset-ის ერთობლივი პროექტია.

























