მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში მუქი ფერის გამონაბოლქვის მქონე ავტომობილები შესაბამისი ტექნიკით შემოწმდება

64aece69bb4c2
BM.GE
12.07.23 20:00
1143
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 78 ხმით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება მიიღო.

ცვლილება სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურს მიეცემა შესაძლებლობა ოთხ მსხვილ ქალაქში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეამოწმოს მუქი ფერის გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებები შესაბამისი ტექნიკით.

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას. საჯარიმო სანქციები უფრო მაღალია იურიდიული პირებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები