მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ბავშვთა სათვალეების ბრიტანული ბრენდი Zoobag გამოჩნდა

595a43e29fdde
სალომე მეცხვარიშვილი
09.07.17 16:30
2006
თბილისში ბავშვთა სათვალეების ბრიტანული ბრენდი Zoobag გამოჩნდა. ბრენდი ბავშვებსა და მოზარდებზეა ორიენტირებული და 2006 წლიდან აწარმოებს ფერად, ხელნაკეთ სათვალეებს და ოპტიკურ ჩარჩოებს.

როგორც "საქმის კურსს" კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ეკა ბუაძემ განუცხადა, ბრენდი საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი და ფასები 99 ლარიდან იწყება.
ამჟამად ზუბაგი თბილისი მოლში, სტენდით არის წარმოდგენილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ, შესაძლოა, ფილიალი ბათუმშიც გახსნან.

"საქართველოში ბრენდის დაარსებას მსგავსი ისტორია აქვს, როგორც თვითონ „ზუბაგის“ დაფუძნებას. ბრენდი დააარსა ოფთალმოლოგმა, რომელსაც სურდა, თავისი ბიძაშვილისთვის ეყიდა სათვალე და ვერ შეარჩია ხარისხიანი, რადგან არცერთი არ იყო 100%-ით ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი. ჩვენთანაც იგივე ისტორიაა. მინდოდა მეყიდა საჩუქრად სათვალე მულის შვილისთვის, რომელსაც ექიმმა სპეციალური, მაღალი ხარისხის სათვალის ტარება დაავალა. რადგან ვერაფერი შესაფერისი ვერ ვნახე, სწორედ აქედან წამოვიდა იდეა",- აცხადებს ეკა ბუაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები