მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში BEKO-ს აუთლეტ მაღაზია გაიხსნება - მეჰმეთ მელექი

მეჰმეთ მელექი

6 ახალი მაღაზია და ₾2.5 მილიონის ინვესტიცია - ასეთია „BEKO საქართველოს“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმა, რაზედაც საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მეჰმეთ მელექმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს კომპანიამ ოთხი მაღაზია უკვე გახსნა სამტრედიაში, ზუგდიდში, ბოლნისსა და კაბალში (სოფელი ლაგოდეხში), რაშიც 1.3 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო.

2024 წლის ბოლომდე კი, კომპანია კიდევ ორი ახალი სავაჭრო წერტილის დამატებას გეგმავს, რომელთაგან ერთ-ერთი BEKO-ს აუთლეტ მაღაზია იქნება.

„ოქტომბრის ბოლოსთვის, თბილისში, ჰუალინგის სავაჭრო ცენტრში BEKO-ს აუთლეტ მაღაზია გაიხსნება, სადაც პროდუქცია სტანდარტულზე დაბალ ფასად გაიყიდება.

წლის ბოლომდე კი, ასევე, თბილისში, ისანი-სამგორის ტერიტორიაზე, სადაც პატარა მოლი იხსნება, 600 კვ/მ ფართის BEKO-ს მაღაზიას გავხსნით. ვფიქრობთ, ჯამურად, ორივე მაღაზიაში 1 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება“, - განაცხადა მეჰმეთ მელექმა.

მისივე თქმით, 2024 წელს 6 ახალი ობიექტის დამატებით, კომპანიამ 30-35 სამუშაო ადგილს შექმნის.

ინფორმაციისთვის: კომპანია „BEKO საქართველომ“ საქართველოში საქმიანობა 1997 წელს, ბათუმში გახსნილი ერთი მაღაზიით დაიწყო. დღეს კი, „ბეკოს“ ანგარიშზე ქვეყნის მასშტაბით 100-მდე სავაჭრო წერტილი და დაახლოებით, 800 დასაქმებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები