მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში ბულანჟერეა “ვარდო” გაიხსნა - რას სთავაზობს მომხმარებელს?

ვარდო ჯგუფი

იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ბულანჟერეა „ვარდო“ გაიხსნა. აღნიშნულთან დაკავშირებით, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ობიექტის მმართველი კომპანიის "ვარდო ჯგუფი" დამფუძნებელმა, სალომე ბეჟაშვილმა ისაუბრა.

ბეჟაშვილის თქმით, პროექტის ინსპირაცია ბებიის ძველი თბილისური სახლი გახდა. სწორედ მისი რენოვაციით დაიწყო მთელი კონცეფცია, რომელიც დღეს ბულანჟერიით, ქეითერინგით, საოჯახო სასტუმროთი და უკვე მალე ბარით - „დრინქეთ ვარდო“ - ერთიანდება. ის დასძენს, რომ „ვარდო“ – ადგილია, სადაც ოჯახის ისტორია, ავთენტური სივრცე და თანამედროვე გემოები ერთიანდება.

"იდეის ინსპირაცია და შთაგონების წყარო ბებიის პატარა, თბილისური სახლი იყო. ვინაიდან სახლი ძველი იყო, მას რენოვაცია ესაჭიროებოდა და მიუხედავად დიდი დაინტერესებისა, რომ ამ ადგილას დიდი, მრავალსართულიანი კორპუსი ჩაედგათ, ჩვენთვის მოგონებები უფრო ღირებული აღმოჩნდა და გადავწყვიტეთ, რომ რენოვაცია გაგვეკეთებინა იმგვარად, რომ ავთენტურობა შეგვენარჩუნებინა სივრცის და უკვე ამ სივრცეს სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულება შევძინეთ.

რაც შეეხება სახელს, ბევრი არ გვიფიქრია. ვარდო იმ ბებოს სახელია, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მის სახლში ყოფნა ყველას გვიყვარდა“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

ბულანჟერიაში ევროპული, არტიზანული ხაზის პროდუქტებია წარმოდგენილი. მენიუ მოიცავს სენდვიჩებს, სხვადასხვა სახის პურს, ფუნთუშეულს, სალათებსა და სხვა კვების პროდუქტებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მენიუ ნელ-ნელა განახლდება და ახალი კერძებით გამდიდრდება. ბეჟაშვილი ხაზს უსვამს, რომ ბიზნესი საოჯახოა და თითოეული წევრი თავისი კომპეტენციის ფარგლებშია ჩართული პროცესში.

რაც შეეხება საზოგადოებისგან გამოხმაურებას, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ მომხმარებლების უკუკავშირმა მოლოდინს გადააჭარბა: „ბულანჟერია ორი დღეა რაც გაიხსნა, თუმცა უკვე ძალიან პოზიტიური შეფასებები მივიღეთ”, - ამბობს ბეჟაშვილი.

„ვარჯო ჯგუფის“ ბულანჟერია, "ქეითერინგი" და მომავალი ბარი თბილისის სხვადასხვა უბნებში მდებარეობს – კერძოდ, ბულანჟერია ნიკოლაძის ქუჩაზეა, ბარი კი იყალთოს ქუჩაზე 1-2 თვეში გაიხსნება.

კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, ბულანჟერიას თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი ექნება, ხოლო ქეითერინგი უკვე ემსახურება ღონისძიებებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც. ბეჟაშვილი იმედს იტოვებს, რომ სამომავლო პერსპექტივაში კომპანია კვლავ გაფართოვდება.

“„ვარდო ჯგუფის“ გეგმები ამბიციურია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფილიალი გუშინ გაიხსნა, იმედი მაქვს რომ მალე ახალ ფილიალებსაც გავხსნით“, - განაცხადა სალომე ბეჟაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები