მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე არალეგალურ ყველის შესაბოლ საწარმოს ოპერირების უფლება დროებით შეუჩერდა

ყველის შესაბოლი საწარმო
25.03.26 13:15
480

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ყველის შესაბოლი არალეგალურ საწარმო გამოავლინეს.

სეს-ის ინფორმაციით, ფიზიკური პირი მ. უ. (მის: ქ. თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა N56) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა.

"არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა შეუსაბამობების აღმოფხვრამდე", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები